"არ იყო სწორი პროვოკაციულ ნაბიჯებზე წასვლა" - წილოსანი მეარაყიშვილზე
თამარ მეარაყიშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებაში მთავარ პრობლემას ნინო წილოსანი დაკავებული ქალის სამოქალაქო აქტივიზმში ხედავს. "ოცნების დეპუტატის თქმით, იმ პირობებში, როდესაც აქივისტმა იცოდა, რა ნაბიჯები შეიძლება, გადაედგა საოკუპაციო რეჟიმს მის წინააღმდეგ, "პროვოკაციული ქმედებები" არ უნდა განეხორციელებინა.
იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და საოკუპაციო ძალები ყველა შემთხვევას იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები გაიტაცოს და მათ შორის, დააკავონ და სხვადასხვა ფორმით ეს იყოს უმძიმესი შემთხვევები, ამ პირობებში, არ არის სწორი, პირიქით, იქით პროვოკაციულ ნაბიჯებზე წასვლა. თავისთავად, როგორც თავად აქტივისტმა იცოდა, რომ თუ ის ამ მოქმედებას განახორციელებდა, რაღაც კონკრეტული რეაგირება მოყვებოდა, ალბათ არ იყო სწორი, რომ რაღაც პროცესები დაეპროვოცირებინა. ამის მიუხედავად და ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებები მუშაობენ იმაზე, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე იყოს დროულად გათავისუფლებული ამ პატიმრობიდან, - ამბობს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში დააკავეს. აქტივისტს ჯაშუშობას ედავებიან და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროტესტის ნიშნად მეარაყიშვილმა მშრალი შიმშილობა დაიწყო. ის ამ დროისათვის ჰოსპიტალიზებულია.