ხმაური განმუხურის 39-ე საარჩევნო უბანზე - სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ბიულეტენების ჩაყრას
განმუხურის 39-ე საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ საარჩევნო ბიულეტენები ჩაყარეს. ერთ-ერთ დამკვირვებელი ამბობს, რომ ოქმებში დისბალანსი აღმოაჩინა.
რეგისტრატორების მიერ დაფიქსირებული ხელმოწერები არ ემთხვეოდა ჯამში გაცემულ ბიულეტენების რაოდენობას - სახეზეა დიზბალანსი. სულ ორი რეგისტრატორი იყო. ერთის შემთხვევაში ხელმოწერების რაოდებობა 120 იყო, მეორეს -132, შვიდი იყო სპეციალური სია და 16 გადასატანი ყუთის ოქმების რაოდენობა. ჯამში 275 ხელმოწერა უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა ამოვიდა 300 ბიულეტენი. აქიდან 128 ხმა იყო ანზორ მელიასი, მამუკა წოწორიასი კი 168, 4 ბიულეტენი იყო გაბათილებული. ოქმზე 17 ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, თუმცა მე ხელი არ მომაწერინეს.
შუქი ჩააქვრეს და ბიულეტენები ჩაყარეს, ამის ვიდეო არ მაქ, თუმცა დისბალანსი ამას ადასტურებს" - აცხადებს დამკვირვებელი
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, 39-ე უბნის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.