ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია
დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ავრცელებს. ტრამპის თქმით, პეტროს „ზარსა და ტონს აფასებს და უახლოეს მომავალში მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელის“.
„კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავო პეტროსთან საუბარი დიდი პატივი იყო, რომელმაც დარეკა, რომ ნარკოტიკებთან და ჩვენ შორის არსებულ უთანხმობებთან დაკავშირებული ვითარება აეხსნა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
„შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგება“, - წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ვენესუელაში ოპერაციის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს „ავადმყოფი კაცი“ უწოდა და კოლუმბიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.