წულუკიანი ხელოვანების წუხილზე იღიმის და გრიგოლიას აკრიტიკებს - მაინც დავინტერესდები რა დგას ამის უკან

26.03.21 13:23
წულუკიანი ხელოვანების წუხილზე იღიმის და გრიგოლიას აკრიტიკებს -  მაინც დავინტერესდები რა დგას ამის უკან

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ მის მიერვე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას განმარტავს, სადაც თქვა, რომ გაარკვევს და დაადგენს, საიდან მოდის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხელოვანების ასეთი განწყობები.

 წულუკიანმა დღეს იერიში „რეაქციის“ წამყვანზე, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიაზე მიიტანა, რომელმაც ხელოვანების წუხილს გადაცემა მიუძღვნა. 

„ვერ მოუსმინე გადაცემას, თურმე, ინგა გრიგოლია ავითარებს მოსაზრებას, ნარატივს, რომ თეა წულუკიანს უნდა ცენზურა, ოღონდ ვერ აკონკრეტებს რა ბერკეტი მაქვს ცენზურის, ეს სასაცილოა. ისიც უთქვამთ მას თუ სხვას, რომ მე ვარ ბერია. 

მინდა, ქალბატონ ინგა გრიგოლიას ვკითხო - სად არის ცენზურა? ის, რომ სისტემა შეიქმნება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამ სფეროში სისტემა არ არსებობს. თუ არ იქნება სისტემა, თუ არ იარსებებს ფულის ხარჯვის სწორი წესი, ძვირფას მომღერლებს, ქალბატონ ანიტას, მინდა ვუთხრა, რომ თუ არ იქნება სისტემა, სამინისტრო აპარატი, თუ არ იარსებებს ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ ვერ იქნებიან ისინი ხელშეწყობილები.

რაც არ უნდა მოსწონდეს ქალბატონ ინგას, მეძახდეს ბერიას და ფელიქსას მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები იმით თუ რა დგას ამის უკან“- თქვა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები