არჩევნების მეორე ტური არის არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე - ISFED

31.10.21 12:10
 არჩევნების მეორე ტური არის არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე - ISFED

არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ გუშინ არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილი დარღვევების გამო  საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა დაზიანდა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ  მცირე სხვაობის გამო არჩევნების შედეგებს შესაძლოა, ზეგავლენა მოეხდინა შედეგებზე.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების მხიედვით წარიმართა, თუმცა არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, ზეგავლენა მოეხდინა.

კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირების მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობის და მარკირების შემოწმების გაკეთების   პროცედურის დარღვევის ფაქტები. 

ასევე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან ყუთებთან დაკავშირებული  არაერთი დარღვევა. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტებს.

რაც შეეხება ხმის დათვლის და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზი არ გამოუვლენია, თუმცა დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.

არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენცების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. 

"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე", - განაცხადა ნინო დოლიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები