მჯერა, რომ ამ არჩევნებით დესტრუქციას საბოლოოდ დავამარცხებთ - კახა კალაძე

31.10.21 12:21
მჯერა, რომ ამ არჩევნებით დესტრუქციას საბოლოოდ დავამარცხებთ - კახა კალაძე

ამ არჩევნებით მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას - ამის შესახებ დედაქალაქის  მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას დედაქალაქის და ქვეყნის განვითარებას დაპირდა. 

ამ არჩევნებით მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთის  და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამაზე დასაკარგი დრო. ჩვენ ახალი ენერგიით და ახალი მომავალზე კიდევ უფრო ორიენტირებული მიზნებით და მიდგომებით წარვდგებით საზოგადოების წინაშე და ახალი ენერგიით შევუდგებით ამ ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას, - განაცხადა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები