ქუთაისში გახარიას გუნდის წევრს მანქანა დაუზიანეს

31.10.21 12:18
ქუთაისში  გახარიას გუნდის წევრს მანქანა დაუზიანეს

ქუთაისში  გახარიას გუნდის წევრს მანქანა დაუზიანეს. ელეონორა არჩაია პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოში წარმოადგენს.

დაზარალებული აცხადებს, რომ ანგარიშსწორების უკან "ოცნების" პარტიული აქტივი დგას. არჩაიას თქმით, ის ეკლესიაში იმყოფებოდა, ხოლო როდესაც მანქანასთან დაბრუნდა ავტომობილის მინა მთლიანად  ჩამსხვრეული დახვდა. მანქანაში იყო ჩანთა და ნივთები, თუმცა თავდამსხმელს არაფერი წაუღია, რის გამოც არჩაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმის მიზანი პოლიტიკური ზეწოლა იყო.

ჩანთა წაღებული არ არის და ტელეფონი არ არის წაღებული. ეს მიზანმიმართულად არის გაკეთებული", - ამბობს არჩაია. 

ადგილზე პოლიცია მივიდა. თავდამსხმელი იდენტიფიცირებული არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები