გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო - ნიკა მელია

31.10.21 13:00
გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო - ნიკა მელია

ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები, სადაც ერთ-ერთი რაც იკადრეს, იყო ტოტალური გაყალბება, - ამის შესახებ  თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო  კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას განცხადებით, კოალიციური ოპოზიცია ხმების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს და სამოქმედო გეგმას მხარდამჭერებს დღეს გააცნობს.

გუშინდელი უმძიმესი დღის შემდეგ, უბრალოდ ვიტყოდი, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, მაგრამ ეს რომ ვთქვა, უნდა ვიგულისხმო, რომ არჩევნები გადაწერეს, რაღაც მანიპულაციები ჩაატარეს, ციფრები, პროცენტები შეცვალეს, მაგრამ ეს უბრალოდ ტოტალურად გაყალბებული კი არ იყო, ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები, სადაც ერთ-ერთი რაც იკადრეს, იყო ტოტალური გაყალბება. ბევრი სხვა რამ იკადრეს. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ გუშინდელი აქტიურობისთვის, თავდადებისთვის და მხარდაჭერისთვის.

გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო და ბუნებრივია, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს არცერთი თავმოყვარე მოქალაქე, იმ ყველაფერთან შეგუებას რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი არ აპირებს და აპირებს ძალიან მტკიცე, ურყევ, მშვიდობიანად ბრძოლას“, - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები