"გავიმარჯვეთ ღირსეულად" - არჩილ ჩიქოვანი
ბათუმის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" არჩილ ჩიქოვანი ოპონენტებს მისი მისამართით ტალახის სროლასა და დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ჩიქოვანი დამაჯერებელ გამარჯვებას ზეიმობს და მოსახლეობას დიდ ცვლილებებს პირდება.
გავიმარჯვეთ ღირსეულად მიუხედავად ძალიან მძიმე და სიძულვილის ენით გაჯერებული ორივე ტურისა, რომელიც პიროვნულად ჩემს მიმართ, ჩემი პიროვნების მიმართ დისკრედიტაციით და ტალახის სროლით, ფეიკსნიუსებით იყო ძირითად ნაწილში გაჯერებული. პროგრამული ხედვების რეალიზება დაიწყება პრაქტიკულად დაუყოვნებლიც, ვინაიდან ერთი წუთი არ აქვს ქალაქ ბათუმს დასაკარგი. ჩვენ ძალიან დიდი ტრაგედია გადავიტანეთ ერთად, ჯერ კიდევ არ მოუშშებია ჩვენს ქალაქს ის მძმე იარები, რაც ტრაგედიისგან დარჩა და ბუნებრივია, "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პომპეზური აღნიშვნისა და ზეიმის გარეშე ჩაევლო ჩვენს გამარჯვებას, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი