ცესკო-მ თბილისის უბნების 100% დათვალა - საბოლოო შედეგები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები 100%-ით დათვალა. 769 უბნის მონაცემების მიხედვით, ქალაქის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი კახი კალაძე იქნება.
შედეგები ასე გადანაწილდა:
კახი კალაძე - 55.603%
ნიკა მელია - 44.397%