ეს იყო რუსი ოლიგარქის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია - ქარელის მერობის კანდიდატი ენმ-დან
ქარელის მერობის კანდიდატი ენმ-დან ნიკოლოზ ახალკაცი გუშინ ჩატარებულ არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებს და ამბობს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
გუშინდელი დღე იყო არა არჩევნების, არამედ ეს იყო სპეცოპერაცია რუსი ოლიგარქის მიერ ჩატარებული. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ შედეგებს. ყველა უბანზე იყო მობილიზება როგორც თანამდებობების პირების, ისე ძალოვანი სტრუქტურებიდან, თავდაცვის სამინისტროდან. უახლოესი გეგმა ეს არის, რომ პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიხსნათ ციხიდან ჩვენი პრეზიდენტი, - აცხადებს ახალკაცი.
"ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ შიდა ქართლის ორივე მუნიციპალიტეტშიც. ხაშურსა და ქარელში ღარიბაშვილის მთავრობამ არჩევნები ძველი ბიჭების, აგიტატორების და კოორდინატორების ხელშეწყობით მოიგო.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი