"ქართულმა ოცნებამ" ეს არჩევნები ყველა ასპექტში მოიგო - კობახიძე
"ქართული ოცნები" თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. კობახიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები "ყველა ასპექტში" მოიგო.
განსაკუთრებულ მადლობად ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენ ერთად მივიყვანეთ ბოლომდე გამარჯვება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, რაც არის ეკონომიკური წინსვლის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ხარისხის ამაღლების აუცილებელი პირობა. შესაბამისად გუშინ გაიმარჯვა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ.
ჩვენ ვალდებული ვართ ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას, ბუნებრივია, ამგვარი პრეტენიზები ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ. მომდევნო წლები გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ მმართველობა მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს"
მთლიანობაში "ქართულმა ოცნებამ" ეს არჩევნები მოიგო ყველა ასპექტში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი