ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის დანაკლისის შევსება, ერთიანობით იყო შესაძლებელი - კობახიძე

31.10.21 14:33
ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის დანაკლისის შევსება, ერთიანობით იყო შესაძლებელი - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დანაკლისის შევსება პარტიამ  ერთიანობით შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება, მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ სწორედ ეს შევძელით. დღეს "ქართული ოცნება" არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება", - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები