ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება - ალბერტ იონსონი
ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში თვითმართველობის არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა არ იყო გათვალისწინებული აუთო/ოდირის მიერ გაცემული რკეომენდაციების ნაწილი, რომელიც საარჩევნო პროცესს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც ეხებოდა.
კამპანიის ფინანსების გამჭირვალობა შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობს გამო. არჩევნების დღე მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო, ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას საარჩევნო უბნების გარეთ. კენჭისყრის და დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს, მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერის როლში, ასევე პირთა ჯგუფები გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ იყო შეშფოთების საგანი.
მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ მისი სრულყოფილი შესრულება მოხდება. ამავდროულად ის ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს. ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება, ეს ეხება საარჩევნო მათ შორის საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას", - განაცხადა იონსონმა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი