ქუთაისში შემაჯამებელი ოქმების 16%-ში დისბალანსია - "აი, ფაქტი"
"აი, ფაქტის" ინფორმაციით, ქუთაისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 16%-ში დისბალანსია.
ორგანიზაციამ ცესკო -ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების გადამოწმება დაიწყო.
გუშინ ქუთაისში სულ 124 უბანი იყო გახსნილი. აქედან 20 უბნის ოქმში დისბალანსია - ხმების+ბათილი ბიულეტენების ჯამი ნაკლებია მისული ამომრჩევლების რაოდენობაზე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.