ჩვენ არჩევნები, როგორც უფლება, უნდა დავიბრუნოთ - გრიგოლ გეგელია
პარტია "ლელოს" წევრი არჩილ გრიგოლიას თქმით, კრემლის და "ქართული ოცნების" ერთობლივი მისიაა, რომ ქართულ საზოგადოებას არჩევანის უფლება წაართვას. გეგელია ბრძოლის იმ მექანიზმებზე საუბრობს, რომელიც მმართელი გუნდის წინააღმდეგ უნდა იქნეს გამოყენებული.
ეს არის კრემლის და "ქართული ოცნების" ერთობლივი მისია, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვაფიქრებინოს, რომ ჩვენ არ ვართ და ვერ ვიქნებით ბატონ-პატრონი... ამიტომ, ახლა ჩვენ დაუყოვნებლივ არჩევნები როგორც უფლება უნდა დავიბრუნოთ და ხმები, რომელიც წაგვართვეს უნდა დავიბრუნოთ უკან. ამისთვის ჩვენ უკლებლივ ყველა ფორმას გამოვიყენებთ, რომელიც არსებობს პოლიტიკურ ბრძოლაში მათ შორის, საპროტესტო აქციებს, საერთაშორისო ზეწოლას, დემოკრატიულ წნეხს ქვეყნის შიგნით, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი