არც კი დაელოდნენ სადამკვირვებლო მისიების შეფასებას - პაპუაშვილი ოპოზიციაზე
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ეუთო/ოდირს დადებითი შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია სადამკვირვებლო მისიების შეფასებას არც კი დაელოდა და აქცია თავისი სურვილების მიხედვით დაანონსა.
არც კი დაელოდნენ სადამკვირვებლო მისიების შეფასებას, თავისი აღქმებით, თავისი სურვილებით ხელმძღვანელობენ და დაანონსეს დღეს აქცია", - თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, პოლარიზაციის საკითხზე, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ უარყოფითად შეაფასა, "ოცნება" მანამდეც საუბრობდა.
მნიშვნელოვანია ის ნეგატიური საკითხები, რაზეც იქნა საუბარი, პოლარიზაციის პრობლემა, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, პოლარიზაცია ავნებს ქართულ დემოკრატიას და მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს. ნეგატირუი რიტორიკა, რომლითაც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომდაგენლები.