"ყველა ლეგიტიმური გზით ვაპირებთ ბრძოლას" - ოპოზიციური კონსულტაციები ბათუმშიც დაიწყო

31.10.21 15:22
"ყველა ლეგიტიმური  გზით ვაპირებთ ბრძოლას" - ოპოზიციური კონსულტაციები ბათუმშიც დაიწყო

ხელისუფლების მხრიდან მორიგი არჩევნების მოსყიდვის და გაყალბების შემდეგ ოპოზიციური კონსულტაციები ბათუმშიც დაიწყო. ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის,  მირდატ ქამადაძის თქმით, ახლა ისინი თბილისში 7 საათზე დაანონსებული საინფორმაციო აქციის მოლოდინში არიან, რადგან ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციამ კოორდინირებულად იმოქმედოს. 

აბსოლუტურად ყველა ლეგიტიმური და კონსტიტუციური გზით ვაპირებთ ბრძოლას, იმიტომ, რომ ბათუმმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ეს ცვლილებები არ გაფორმდეს ამ ქალაქში. ჩვენ ველოდებით 7 საათზე თბილისის საინფორმაციო აქციასაც, იმიტომ, რომ ჩვენ კოორდინაციაში უნდა ვიყოთ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, იმიტომ, რომ ძალა ერთობაშია და ერთიან ბრძოლას მოაქვს შედეგი. ჩვენ ვაპირებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა კონსტიტუციური მეთოდით, შიშველი ხელებით ძალიან მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან პრინციპულად ვიდგეთ ბოლომდე ჩვენი ამომრჩევლების გვერდით, - განაცხადა ქამადაძემ.  

 

მსგავსი სიახლეები