ძალადობა, პოლარიზაცია, დაშინება - ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი არჩევნებზე
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინასე ვაიდერმა არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო პროცესი შეაფასა.
ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიამ მეორე ტურის მიმდინარეობა შეაფასა. ევროპარლამენტარის თქმით, არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა დაშინებასა და დარღვევებს, ასევე ხაზი გაუსვა, რომ სათანადოდ არ იყო დაცული კოვიდრეგულაციები.
ჩვენმა მეორე გუნდმა ზუგდიდში დააფიქსირა არეულობები ზუგდიდში საარჩევნო უბნების მახლობლად. ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაფიქსირებას და მათ დაშინებას. ასევე მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, როგორც გვითხრეს, ვერ გადმოვიდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან და შედეგად, მათ ჩამოერთვათ არჩევნების უფლება", - თქვა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი