მოვითხოვთ ყველა ბათილი ბიულეტენის გადათვლას - ხატია დეკანოიძე
ქუთაისი მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვს. დეკანოიძე ასევე, იმ დისბალანსზე საუბრობს, რომელიც 20 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.
ჩვენ მოვითხოვთ ყველა ბათილი ბიულეტენის გადათვლას ოლქში ჯერ პირველ რიგში და რა თქმა უნდა, სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, საქართველოში პოლიტიკური მართლსმაჯულება და კრიმინალური იუსტიციის ძალიან მძიმე ფორმაა, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ ეს მასშტაბები. 124 უბნიდან დისბალანსი იყო 20 უბანზე, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნია ასევე, მოვითხოვოთ გადათვლა იმ 20 უბანზე, სადაც არ დაჯდა ბალანსი, იმიტომ, როგორც წესი, ამ 20 უბანზე ა კიდევ უფრო მეტ უბანზე გამწესებულები იყვნენ "ქართუილ ოცნებასთან" აფილირებული ადამიანები, ვინც წარმოდგენენ საოლქო საარჩევნო კომისიაში ახლა ტრენერებს. განსაკუთრებული შემთხვევა მიდან აღვნიშნო, რითაც სემიძლია ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს ჰქონდა საშუალება,რ ომ ეს ერთ-ერთი გაყალბების სქემა კიდევ უფრო აემოქმედებინა. ეს არის კოვიდუბანი. მოგეხსენებათ, რომ კოვიდუბანზე დარეგისტრირებული ადმაინების რაოდენობა იყო 518. აქედან მონაწილეობა მიიღო 441 და ამ სემთხვევაში მხოლოდ 68 ხმა აიღო ოპოზიციურმა კანდიდატმა და 356 ხმა აიღო "ქართული ცონების" კანდიდატმა. 15 არის ბათილი. მე მინდა გითხრათ, რომ კოვიდუბანზე, სადაც არ მოქმედებდა არანაირი ფარულობის მომენტი, ანუ ადამიანი როდესაც აძლევდა ხმას კონკრეტულ კანდიატს, ამ ადამიანზე არავიტარი ფარულობა არ მოქ,ედებდა. მათ შორის, ამ უბანზე არის დისბალანსი. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ ამ უბნის არა მხოლოდ გადათვლას, არამედ გაბათილებას, - განაცხადა დეკანოიძემ.