ქართულმა საზოგადოებამ ეს კინო უკვე ნახა - პაპუაშვილი ოქმების დისბალანსზე

31.10.21 15:37
ქართულმა საზოგადოებამ ეს კინო უკვე ნახა - პაპუაშვილი ოქმების დისბალანსზე

"საზოგადოებამ ეს კინო უკვე ნახა", - ასე გამოეხმაუარა "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი  საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დისბალანსებთან დაკავშირებულ კითხვას. პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 

ქართულმა საზოგადოებამ ეს მთელი კინო უკვე ნახა, რაც შეეხება ბათილი ბიულეტენების ფრიალს თუ ბათილად ჩათვალა-არ ჩაითვალა ოქმი, დისბალანსი, ყველაფერში კარგად გაერკვა საზოგადოება. ამისთვის კარგად არის მომზადებული ცესკო, რომ დროული პასუხი გასცეს, ხედავთ რომ რაიმე გავლენა ამას საზოგადოებრივ აზრზე უკვე აღარ აქვს", - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები