ანა წითლიძე პოლიციას დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლებისკენ მოწუოდებს
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე, ზუგდიდში გუშინ საარჩევნო უბანთან დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს. წითლიძის ინფორმაციით, დაკავებულ აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
მინდა პოლიციას მივმართო, რომ დაკავებული ჰყავთ ჩვენი თანამებრძოლები, გიორგი მუმლაძე და რამდენიმე თანამებრძოლი, დღესაც კი ეს ადამიანები არ ჰყავთ გამოშვებული, მოვუწოდებ, დაუყონებლივ გაათავისულოთ", - ამბობს ანა წითლაძე.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან გუშინ გიორგი მუმლაძე და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.