"კაცი, რომ იყოს დაველაპარაკებოდი, ორღობის დედაკაცია" - ნონა მამულაშვილი (ვიდეო)
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნონა მამულაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძესთან საუბარი მხოლოდ "თმებით გამოთრევით" შეიძლება. ამის შესახებ მამულაშვილმა ტვ პირველზე "დღის ამბების" ეთერში ისაუბრა. მამულაშვილმა სექსისტური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კობახიძე "კაცი რომ იყოს" დაელაპარაკებოდა.
ირაკლი კობახიძე, რომ იყოს კაცი, მე მას დაველაპარაკებოდი როგორც კაცს, მაგრამ ის არის ჭორიკანა ორღობის დედაკაცი და მასთან მარტო თმებით გამოთრევით შეიძლება ლაპარაკი. ძირს ჩიჩილაკი! ამიტომ მე მას სხვას ვერაფერს ვეტყვი, როდესაც ორივეს არ გვექნება მანდატები მაგას მერე შევუსრულებ!" - ამბობს ნონა მამულაშვილი.