ჩამოვედით, რომ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ვნახოთ - გიორგი ჩალაძე

31.10.21 16:28
ჩამოვედით, რომ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ვნახოთ - გიორგი ჩალაძე

ექიმი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან ერთად რუსთავის N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში  მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მივიდა. ჩალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხნედ უნდა იყოს, რადგან ქვეყნისთვის რთულ პერიოდში მისი როლი მნიშვნელოვანია. 

ჩამოვედით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვნახოთ როგორია დღეს და იმ პერიოდში, როცა ქუჩაში ჩვენ გვჭრდება ჩვენი ხმების და საქართველოს გადარჩენა, ვიცოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიმშილობის 31 დღეს უნდა იყოს მზად და მხნედ, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა. დღეს ზღვარი გადის საქართველოსა და რუსეთს შორის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ არასდროს უდნა დავბრუნდეთ რუსეთის გუბერნიად, არასდროს უნდა გავხდეთ ბელორუსია და ამაში უნდა მიიღოს მიშა სააკაშვილმა გადამწყვეტი როლი.

ბატონი ნიკა შესულია მიხეილ სააკაშვილთან და ველოდებით რაც შეიძლება მალე, რომ გავიგოთ როგორი მდგომარეობა აქვს მას, - განაცხადა ჩალაძემ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 31 დღეა შიმშილობს.  

მსგავსი სიახლეები