გვითხრეს, რომ არჩევნებით ამ ქვეყანაში ხელისუფლება აღარ შეიცვლება - ირაკლი ნადირაძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ბრძოლას აანონსებს. ნადირაძის თქმით, არჩევნები საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა "გააუქმა". ნადირაძემ საზოგადოებას დღეს, 7 საათზე პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა.
არჩევნები ამ ქვეყანაში რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გაგვიუქმა. ჩვენ ვნახეთ ის მუქარები, შანტაჟები, ძალადობა, ჩაყრა, კარუსელები იმისტვის, რომ დაემყარებინათ ოლიგარქიული დიქტატურა. სახლში ჯდომის დრო აღარაა,გვითხრეს, რომ არჩევნებით ამ ქვეყანაში ხელისუფლება აღარ შეიცვლება.ამიტომ შევიკრიბებით ბევრი ადამიანი და ვიტყვით რას ვაკეთებთ დღეიდან ყოველდღიურად, სანამ ივანიშვილის ოლიგარქიულიი დიქტატურა არ დამთავრდება.
7 საათზე იქნება ყველა დეტალი ცნობილი. არ ექნებათ არცერთი დღეს მოსვენება, პუტინის მსტოვრებს იმ ადამიანებს, რომლებმაც გააუქმეს არჩევნები და დაამაყრეს რუსული ოლიგარქიული დიქტატურა, ყოველდღიურად თქვენ მოგიწევთ გაგონება იმადამიანების, ვისაც თქვენ არჩევნები გაუყალბეთ და წაართვით", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
ცნობისთვის, კოალიციურმა ოპოზიციამ პარლამენთან დღეს 7 საათზე შეკრება დაანონსა. კოალიციური მთავრობის ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ და მათ სამოქმედო გეგმას გააცნობენ.