წალენჯიხის ახალ მერს წარმატებას ვუსურვებ - "ოცნების" კანდიდატი
წალენჯიხის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გოგა გულორდავა წალენჯიხის ახალ მერ
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა, რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.
წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღისწესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს”, - წერს გოგა გულორდავა.
წალენჯიხა ერთადერთია, სადაც ცესკოს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ოპოზიციის მერობის კანდიდატმა მოიპოვა.