პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი შეიყვანეს - რუსთაველზე პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში კი ყვითელი ავტობუსებით ხელკეტებითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სამართალდამცველიები გადაისროლეს.
სამართალდამცველების მობილიზება რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება.
კოალიციური ოპოზიციის ლიდერები დღეს, საღამოს 7 საათზე მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას პარლამენტთან გააცნობენ.