მიშა, ვიცი რას განიცდი, ყველაფერს გავაკეთებ რომ თავისუფალი იყო- ნიკა მელიას მიმართვა სააკაშვილს

31.10.21 19:55
მიშა, ვიცი რას განიცდი, ყველაფერს გავაკეთებ რომ თავისუფალი იყო- ნიკა მელიას მიმართვა სააკაშვილს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს. 

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მელიამ პატიმრიბაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართა და მესამე პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. 

არ ვაპირებთ უკან დახევას, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც შიმშილობს სამარტოო საკანში. ვიცი, ახლა გვადევნებს თვალყურს და მინდა, მივმართო:  მიშა, ვიცი რას განიცდი ახლა შენ. მე, როგროც შენი თანაგუნდელი, როგორც საქართველოს მოქალაქე. ბევრი ეცადეს, რომ ჩვენ, სადღაც და სადღაც მოგვარეებმა, რომ ჩვენ შორის უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ მეტი მოტივაცია მიჩნდება, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ იქედან კი არ გვიყურებდე, ერთ-ერთი ჩვენგანი იყო გარეთ"- თქვა მალიამ. 

მსგავსი სიახლეები