არა გაყალბებულ არჩევნებს! - კვირას, თავისუფლების მოედანზე, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება

31.10.21 20:00
არა გაყალბებულ არჩევნებს! - კვირას, თავისუფლების მოედანზე, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება

კვირას, 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა.

მანამდე კი პროტესტს ხელისუფლების ოპონენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებენ.  საპროტესტო აქციები  სამშაბათიდან ბათუმში დაიწყება და სხვა დიდ ქალაქებში გაგრძელდება.

 

მასშტაბი იქნება იმაზე დიდი, ვიდრე იყო 14 ოქტომბერს, მაგრამ შინაარსი და დატვირთვა იქნება განსხვავებული, ისეთი, როგორიც ემსახურება ამ სახელმწიფოს ინტერესებს" – 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია აქციას მართავს"- აცხადებს მელია. 

ნიკა მელიას თქმით, ისინი ჩავლენ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში. 

აქ ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ და ძალიან მალე კიდევ ერთხელ გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით, ძალიან მალე"- აღნიშნა მან. 

მისივე შეფასებით, თუკი რამე გამოხატავს სიყალბეს, ეს გახლავთ გუშინდელი თითქოს ქართული ოცნების მიერ დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები.

არ მახსოვს არცერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არამხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთანაც მიმართებაში, საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავისი ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ არ ეყოთ. მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგი, რომელიც გაიფორმეს, ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის და ვიბრძვით, ახლა, როგორც არასოდეს, დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ გამარჯვებისთვის. დიახაც, ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა, ოლიგარქმა, მთავრობამ? - არა ხალხის ხმამ უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომელმაც უბრალოდ დაირქვა სახელად ქართული ოცნება"- განმარტა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები