ოცნების პოლიტიკური დრო არის ამოწურულია - ირაკლი აბესაძე

31.10.21 20:07
ოცნების პოლიტიკური დრო არის ამოწურულია - ირაკლი აბესაძე

მათი პოლიტიკური დრო არის ამოწურული - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

კოალიციური მთავრობის წარმომადგენლის შეფასებით, ოპოზიცია თითოეული სიტყვის, თითოეული ადამიანის დასაცავად ერთიანდება.

"პოლიტიკური ოპოზიცია თქვენი მხარდაჭერით, მზად არის თითოეულ ქალაქში თითოეული ხმისთვის იბრძოლოს და ეს ბრძოლა მიიყვანოს წარმატებამდე"- მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს აბესაძემ. 

წლებია, ქართული საზოგადოება იმყოფება ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან. წლიდან წლამდე ეს ბრძოლა ძლიერდება და ქართული საზოგადოებაც ძლიერდება. არჩევნებზე პოლიტიკურმა ოპოზიციამ ვაჩვენეთ კიდევ უფრო მეტი ძალა ერთიანობის და იმ კოალიციის, რომელსაც უფრო მეტმა ადამიანმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მხოლოდ თბილისში 226 ათასზე ადამიანმა, ფაქტობრივად, საზოგადოების უმრავლესობამ, მხარი დაუჭირა ამ კოალიციას და შეუძლებელია შესრულდეს ის გეგმა, რომ დაგასრულონ თქვენ, გაგაქრონ თქვენ და უარი თქვან, თვალი გაუსწოროს რეალობას, რომ საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები.

მათი პოლიტიკური დრო არის ამოწურული. იქ, სადაც ხალხს ეშინია ხელისუფლების, იქ არის ტირანია და იქ, სადაც ხელისუფლებას ეშინია ხალხის, არის თავისუფლება.

თითოეული სიტყვის დასაცავად, თითოეული ადამიანის დასაცავად, ვისზეც ძალადობს ეს ხელისუფლება, პოლიტიკური ოპოზიცია თქვენი მხარდაჭერით, თქვენი გვერდში დგომით, მზად არის თითოეულ ქალაქში თითოეული ხმისთვის და საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისთვის, იბრძოლოს და ეს ბრძოლა მიიყვანოს წარმატებამდე“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მსგავსი სიახლეები