ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში - იმერეთში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა იმ ადამიანებზე იძალადეს, რომლებიც სარფიდან რუსთავის ციხის მიმართულებით ფეხით რამდენიმე დღეა გადაადგილდებიან.
დაზარალებულები ქუთაისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს:
სარფიდან 23 ოქტომბერს დავიძარით რუსთავის რუსული ციხის მიმართულებით, ფეხით მსვლელობით, როგორც კი ქუთაისის შესასვლელს მივუახლოვდით, დაგხვდა 2 ადამიანი. გვითხრეს, რომ სამარცხვინოები ვიყავით. განსაკუთრებული აგრესიით, ქალი გამოირჩეოდა, შეეცადა დროშა წაერთმია და ფიზიკურად იძალადა"- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.