ტრამპმა მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია
დონალდ ტრამპმა მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია - ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან მშვიდობის საბჭოში მიწვევა მიიღო. ოფიციალური ბაქო მიწვევას დათანხმდა.
საბჭოში საქართველოს სამეზობლოდან მიწვევა მიიღეს სომხეთმა, თურქეთმა და რუსეთმაც.
- დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. საბჭო წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ისრაელი-ღაზას კონფლიქტის, მოგვარებას. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“, აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს
გამოცემა Bloomberg მიწვეული ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომელიც ასე გამოიყურება:
- • ავსტრალია
- • ავსტრია
- • ალბანეთი
- • არგენტინა
- • ბაჰრეინი
- • ბელარუსი
- • ბრაზილია
- • გაერთიანებული სამეფო
- • ვიეტნამი
- • გერმანია
- • საბერძნეთი
- • ეგვიპტე
- • ევროკომისია
- • ისრაელი
- • ინდოეთი
- • ინდონეზია
- • იორდანია
- • ირლანდია
- • ესპანეთი
- • იტალია
- • ყაზახეთი
- • კანადა
- • კატარი
- • კვიპროსი
- • ჩინეთი
- • მაროკო
- • ნიდერლანდები
- • ახალი ზელანდია
- • ნორვეგია
- • არაბთა გაერთიანებული საამიროები
- • ომანი
- • პაკისტანი
- • პარაგვაი
- • პოლონეთი
- • პორტუგალია
- • რუსეთი
- • რუმინეთი
- • საუდის არაბეთი
- • სინგაპური
- • სლოვენია
- • ტაილანდი
- • თურქეთი
- • უზბეკეთი
- • უკრაინა
- • ფინეთი
- • საფრანგეთი
- • შვეიცარია
- • შვედეთი
- • სამხრეთ კორეა
- • იაპონია