პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, 48-21 ამაზე დამატებითი კომენტარი არ მაქვს - ფიშერი

13.02.26 13:36
პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, 48-21 ამაზე დამატებითი კომენტარი არ მაქვს - ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. IPN-თან ინტერვიუში ელჩმა პაპუაშვილის განათლებასა და პროფესიულ საქმიანობაზე ისაუბრა გერმანიასთან კავშირის კონტექსტში.

ფიშერის განცხადებით, საჯარო წყაროების თანახმად, პაპუაშვილი გერმანიაში სწავლობდა გერმანიის ფედერალური ხელისუფლების სტიპენდიით, ხოლო მოგვიანებით მრავალი წელი თანამშრომლობდა GIZ-თან.

ელჩმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ გაცემული სტიპენდიით, შემდეგ მან გაატარა 17 წელი GIZ-თან, რომელიც არის გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტო და GIZ-ის განვითარების პროექტები საქართველოში დიდწილად დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ. ასე რომ, 4 წელს დამატებული 17 წელი, ჯამში გვაძლევს 21 წელს, სწორედ ამდენი იყო ბატონი პაპუაშვილი გერმანულ ანაზღაურებაზე. ის 48 წლისაა. 21- 48, დამატებითი კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით“,- ფიშერი IPN-თან ინტერვიუში.