ექსკლუზივი: როგორ ატერორებდნენ სკოლის მოსწავლეს პოლიციაში - ფარული ჩანაწერი

14.02.26 20:22
ექსკლუზივი: როგორ ატერორებდნენ სკოლის მოსწავლეს პოლიციაში - ფარული ჩანაწერი

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - მოპოვებულია ფარული ჩანაწერები პოლიციის მანქანიდან და პოლიციის განყოფილებიდან.  ჩანაწერში გლდანი - ნაძალადევის პოლიციის მე-9 სამმართველოს თანამშრომლები ჩანან.

ჩანაწერით ვიგებთ, რომ სკოლის მოსწავლე საეჭვოდ მიიჩნიეს იმის გამო, რომ სამი პულივიზატორი ჰქონდა - მტკიცებულებების მიხედვით, ბავშვს  პოლიციელები  ძალის გამოყენებით მანქანაში სვამენ.

მანქანაში პოლიციელები 16 წლის მოზარდს ტელეფონის გახსნას აიძულებენ. არასრულწლოვანი დედასთან დარეკვას ითხოვს. ამ დროს პოლიციამ უკვე იცის, რომ დაკავებული სკოლის მოსწავლეა. ვიდეო-მასალაში გარკვევით ისმის, რომ მოსწავლეს მსჯავრდებული "მამის გაუპატიურებით" ემუქრებიან.

ამ ინციდენტის დროს ადგილზე სავარაუდოდ ხუთი პოლიციელია. ერთ - ერთ ჩანაწერში ვინაობას ასახელებს: გიორგი - გიგლა ჯუნაშვილი ახლა თავისუფალია, მეტიც ის ისევ  პოლიცის უფროსის მოადგილეა. [სკანდალურ ჩანაწერზე გამოძიების დაწყების მიუხედავად, არ უთქვამთ, რომ ერთი დაკავებულის გარდა რომელიმე პოლიციელს უფლებამოსილება მაინც შეუჩერეს]. 

ჩანაწერში ისმის ისიც, რომ მამის გაუპატიურების მუქარასთან ერთად, 16 წლის ბიჭს პოლიციელები "თითების დატეხვით" ემუქრებიან. ამ საუბრიდან რამდენიმე წამში კრიმინალური პოლიციის  ალყაში მყოფი ბავშვის ყვირილი ისმის. ყველა ჯერზე ბავშვი დედასთან ერთი ზარის განხორციელების უფლებას ითხოვს, მაგრამ ყველა ჯერზე უარია.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ძალადობის ეს ეპიზოდი "ნაძალადევის მეტროს" მიმდებარე ტერიტორიაზე პარკში მოხდა. პოლიციელები მოზარდს "ნარკოტიკების დადებაში" ადანაშაულებდა. პარალელურად, სამართალდამცავები ტელეფონის გახსნას ცდილობენ და "ჩარჯიბიტის" ეკითხებიან პირობითი სახელით გიორგის მობილურ ტელეფონზე დაკრული სტიკერისბ შესახებ.

ერთ საათიანი ვიდეომასალით  დგინდება, რომ როცა არასრულწლოვანს ცემით და მამის ციხეში გაუპატიურების ორგანიზებით ემუქრებოდნენ, ამ ყველაფერს კი სულ მცირე ოთხი პოლიციელი  უყურებდა და ისმენდა.

ჩანაწერში ისმის კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა - პოლიცია მეათე კლასელს ადმინისტრაციული წესით დაკავებით და ოქმის შედგენით ემუქრება, თუ მობილურის პაროლს არ იტყვის. 

ამის შემდეგ, 16 წლის არასრუწლოვანი დადიანის ქუჩაზე, კიკვიძის ბაღთან მდებარე მეცხრე განყოფილებად ცნობილ  შენობაში მიიყვანეს. აქ ერთ-ერთი დამკავებელი, პოლიციის უფროსთან რეკავს. ამ დროს ისევ იქვე დევს სკოლის მოსწავლის ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს კი  ჰგონია, რომ მობილური დაბლოკილია და უფუნქციო.

პოლიციის უფროსთან  ზარის შემდეგ, სიტუაცია იცვლება. შინაგან საქმეთა სამინისტოს თანამშრომლები, რომლებიც ბავშვს თითების დამტვერვით და პატიმარი მამის გაუპატიურების ორგანიზებით ემუქრებოდნენ, სკოლის მოსწავლეს ახლა  კეთილ ბიძებად ევლინებიან. ​პოლიციელები დედის მოსვლას და მოზარდის "რაც შეიძლება მალე გაშვებას" ითხოვენ. საბოლოოდ, გიორგი კეკელაშვილს მიანდეს უკანონოდ დაკავებული სკოლის მოსწავლის დედასთან დარეკვა.

საბოლოოდ, დაზარალებულის დედამ საჩივრის დაწერა გადაწყვიტა. მეათე კლასელი ბიჭის დედა პროკურატურაში მტკიცებულებებით შეიარაღებული შევიდა. 

ადვოკატმა და დაზარალებული ბიჭის დედამ პროკურატურის შენობა ისე დატოვეს, რომ მათთვის არავის უთქვამს დაიწყებოდა თუ არა გამოძიება.  მას შემდეგ კი რაც გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ შაბათის ეთერის ხელში იყო სკოლის მოსწავლის მიერ  გადაღებული ვიდეომასალის სრული ვერსია, ხელბორკილები დაადეს ლუკა ხურცილავას - პოლიციის მაღალჩინოსანს . მან გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა.

ნატა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები