სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო, სასამართლოში ლაშა ჩხარტიშვილი დაიბარეს

26.02.26 13:53
სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო, სასამართლოში ლაშა ჩხარტიშვილი დაიბარეს

სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო, სასამართლოში ლაშა ჩხარტიშვილი დაიბარეს.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ თვე ნახევრიანი პატიმრობა ემუქრება მხოლოდ იმის გამო, რომ Facebook-ზე დაწერილ პოსტს გამოეხმაურა და მოსამართლეს უპასუხა, თუ არ შეიძლება არც შუა ქუჩაში დგომა და კრძალავენ ტროტუარზე შეკრებასაც მაშინ სად უნდა გამოხატონ ადამიანებმა პროტესტი.

თუკი ადრე, FB პოსტის გამო გვაჯარიმებდნენ და ერთი ადამიანი დააჯარიმეს კიდეც, ახლა უკვე ერთის მხრივ, სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს ტროტუარის დგომის გამო, მეორეს მხრივ კი დამიბარეს სასამართლოში მოსამართლესთან დაკავშირებით, სხვიოს პოსტზე კომენტარის გაკეთების გამო. ეს ყოველივე თვე-ნახევრიდან, ორ თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს არის ბუნებრივია, ტოტალური ცენზურა, ღმენის ვალდებულების გაუქმება, ანტიკონსტიტუციური ქმედება ხელისუფკლების მხრიდან და ანგარიშსწორება ჩემთან მიმართებაში, როგორც  აქტიურ პოლიტიკოსთან დაკავშირებით. 

კომენტარი ეხებოდა სათაურს, სადაც როგორც გაირკვა, მოსამართლე ამბობდა, "მაინც და მაინც ტროტუარზე უნდა შეიკრიბოთო?", აბა სად უნდა შევიკრიბოთ მეგობრებო?! 

ამგვარ კომენტარებს და ქმედებებს ჩვენის მხრიდან რეაქცია მოჰყვება - გინდ დაგვიჭირონ, გინდ არა! Facebook-ის ტოტალური კონტროლი დაიწყეს, როგორც ეს ხდება რუსეთში, აზერბაიჯანში, თურქემენეთში, ჩრდილოეთ კორეაში საერთოდ არ აქვთ Facebook. ისღა დარჩათ აქაც აკრძალონ ეს სოც ქსელი. ბუნებრივია, გაჩერებას არ ვაპირებ"- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.