ოპოზიციის შეთანხმებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა - "მიწა ხარ და მიწად იქეც"

03.03.26 13:13
ოპოზიციის შეთანხმებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა - "მიწა ხარ და მიწად იქეც"

 

 

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური პატიების გაერთიანება "წინდაწინ კრახისთვის არის განწირული". ამის შესახებ ლევან მახაშვილმა ურნალისტებთან ისაუბრა.

ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპონენტებმა "გარე დაკვეთა შეასრულეს". 

ამასთან, მახაშვილი ისევ ნაცნობ რიტორიკას იმეორებს და ამტკიცებს, რომ სრულიად ოპოზიცია, სინამდვილეში, "ერთიან ნაციონალური მოძრაობას" წარმოადგენს.

გამახსენდა ბიბლიური შეგონება: "მიწა ხარ და მიწად იქეც". დაუბრუნდნენ თავიანთ ბუნებრივ წიაღს, იქ, საიდანაც ისინი იშვნენ თავის დროზე და სადაც არის მათი ადგილი იდეოლოგიურად. სინამდვილეში, ისინი არიან ერთიანი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" და აი, ამ რაღაცა გაერთიანებით თავადვე დაადასტურეს ეს. მიიღეს, როგორც ჩანს, დაკვეთა, დაინახეს, რომ ის ფორმა, ის მეთოდი და სტრატეგია, რაც სცადეს აქამდე, არ გაამართლა, ვერ დაამარცხეს და ვერც დაამარცხებდნენ ხელისუფლებას და ახლა ამ ფორმით ცდილობენ რაიმეს გაკეთებას. თავის არსშივე ასეთი მიდგომა არის კრახისთვის განწირული და რატომ? იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა იქმნებოდნენ არა ვინმესთვის გარეთ, დასავლეთი იქნება, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი თუ სამხრეთი, არამედ საზოგადოებისთვის. მათ დასავლეთი, ჩრდილოეთი და სხვა კუთხე კი არ ირჩევს, მათ ირჩევთ ხალხი, საზოგადოება, - ამბობს ლევან მახაშვილი.