"დაშლილებში" "ჩაბარებულები" - მაჭარაშვილი ოპოზიციაზე
„ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას „დაშლილებად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მათი გაერთიანება პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ შეცვლის. დეპუტატის თქმით, „ქართული საზოგადოებამ "ეს ავტომობილი ნაცმოძრაობის სახით ჯერ კიდევ 2012 წელს ჩააბარა".
მაჭარაშვილი ოპოზიციის გაერთიანებას აფასებს და აცხადებს, რომ პარტიის დაშლა და შემდეგ სხვადასხვა სუბიექტად წარმოდგენა „ალტერნატივის შექმნას არ ნიშნავს“.
ამასთან, "ხალხის ძალის" დეპუტატი ირწმუნება, რომ სულ მალე საკონსტიტუციო სასამართლო ოპონენტების უმრავლესობას "ანტისახელმწიფოებრივად" გამოაცხადებს.
ქართულმა საზოგადოებამ ეს ავტომობილი ნაცმოძრაობის სახით ჯერ კიდევ 2012 წელს ჩააბარა "დაშლილებში", მაგრამ ამ "დაშლილების" ნაწილებიდან ყოველ ჯერზე არჩევნებზე აწყობდნენ, აკოწიწებდნენ ამ ავტომობილს არჩევნებამდე რომ მიეღწიათ, მაგრამ როგორც ყოველთვის, ათჯერვე დამარცხდნენ, ისევ ჩაბარდნენ "დაშლილებში".
ახლა, თავად ის ფაქტი, რომ ამ "დაშლილებიდან" მხოლოდ 9 ნაწილი შეიკრიბა და გამოაცხადეს, რომ ერთად კი ვართ, მაგრამ მაინც ჩენ ჩვენი გზები გვაქვს სათითაოდო, ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ის ავტომობილი ნაცმოძრაობის ვერასდროს ვეღარ აღდგება. ახლა, ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს ბრძოლად აკლია ზურაბიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს პერიოდში უკვე ისეთი მყარი მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენ გადავეცით საგამოძიებო კომისიამ, აუცილებალდ გამოაცხადეს ანტისახელმწიფოებრივად ამ 9 დაშლილი ნაწილებიდან მათ უმრავლესობას. როცა, რომ ალტერნატივა ჩენ ვართ უკვე როგორც პოლიტიკური პარტია "ხალხის ძალა".
ახლა, შეიძლება, რომ, მაგალითად, ჩვენ დავიშალოთ 9 ნაწილად პარტიის წევრები, ყველამ ჩვენ ჩვენი პარტია შევქნათ და მერე თქვენ გითხრათ, რომ ახლა ჩვენ ალტერნატივა შევქმენით? როცა, რომ ჩენ ალტერნატივა ვართ უკვე, როგორც პარტია "ხალხი ძალა", - ამბობს მაჭარაშვილი.
2022 წლის 28 ივნისს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ განაცხადეს. 2022 წლის 2 აგვისტოს ამ ჯგუფს შეუერთდა გურამ მაჭარაშვილიც. მათ „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.
2022 წლის 4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ რიგებიდან „ხალხის ძალას“ კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა (ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე).