11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაანონსებული ცვლელების მიხედვით, იზრდება ჯარიმა ტროტუარზე დგომის გამო.
- ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ახალციხეში, ოზურგეთში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ან/და საქართველოს კურორტებზე, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას.
აღნიშნული ქმედება M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ასევე გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას.
ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება ასევე დიფერენცირდა მუნიციპალური ცენტრების მიხედვით.
- თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერებაზე ჯარიმა 100 ლარი იქნება, ხოლო საქართველოს დანარჩენ ქალაქებში ისევ 10 ლარი.
- საგზაო ნიშნებს ემატება ახალი ამკრძალავი ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. ამ მოთხოვნის დაუცველობა 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით 2 მარტს განიხილა.
ამავე თემაზე: