"EU-ის ინსტიტუტების მხრიდან საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, თავისუფალი და რეპრესირებული მედიის მხარდასაჭერად" - "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" წარმომადგენელი

03.03.26 17:27
"EU-ის ინსტიტუტების მხრიდან საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, თავისუფალი და რეპრესირებული მედიის მხარდასაჭერად" - "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" წარმომადგენელი

"ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" წარმომადგენელი, ჯული მაჯერზაკი ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის მიერ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ემსახურება. 

  • ცნობისთვის, ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა.

ჯული მაჯერზაკის თქმით, თავისუფალი და რეპრესირებული მედიის მხარდასაჭერად საჭიროა ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან მეტის გაკეთება. 

ძალიან მკაცრი და დრამატულია როცა ხედავ როგორ უსწორდებიან დემონსტრაციების დროს სამართალდამცველები ჟურნალისტებს. საქართველო იმ სამ ქვეყანას შორისაა სერბეთთან და თურქეთთან ერთად, სადაც ჟურნალისტებს ყველაზე უფრო ხშირად უსწორდებიან აქციებზე. ასევე საწყენია, რომ მიღებულია კანონები რაც თავისუფალი მედიის გაჩუმებას, ან მათთვის ფინანსური წნეხის მოწყობას ემსახურება. ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, თავისუფალი და რეპრესირებული მედიის მხარდასაჭერად. როცა ევროპელი ლიდერები ქართველებს ხვდებიან ეს საკითხი მკაცრად უნდა დააყენონ," - განაცხადა ჯული მაჯერზაკმა