"ოცნების" სალარო და „ქართუს“ წვლილი - ვინ ავსებს პარტიის ყულაბას?
2026 წელს „ქართული ოცნების“ დაფინანსება თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. 15 იანვარს კალაძე წლის პირველი შემომწირველი გახდა და პარტიას 12 ათასი ლარი გადაურიცხა. ოფიციალური მონაცემებით, წლის პირველ თვეში ივანიშვილი პარტიის ანგარიშზე ჯამში დაახლოებით 290 ათასი ლარი დაგროვდა, მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელი არასაარჩევნოა.
დონორების სიაში ფიგურირებენ „ქართუ“ ჯგუფთან დაკავშირებული პირებიც. ოფიციალური ანგარიშგების მიხედვით, იანვარში ნატო ხაინდრავამ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა. ასევე, ქართუსთან ასოცირებულმა სხვა პირებმა ჯამურად 235 ათასი ლარი გადარიცხეს. მათ შორის, 40 ათასი ლარი გაიღო „ქართუ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოჩა ჩიკვილაძემ, ხოლო 30 ათასი ლარი - მანანა ნადირაძემ, რომელიც ადრე ქართუს დირექტორატის წევრი იყო.
დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით კომენტარის მისაღებად ნატო ხაინდრავასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ „ქართუ“ ჯგუფთან დაკავშირებული პირების აქტიურობა პარტიის დაფინანსებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. "ოცნების" გუნდი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა შემოწირულობა კანონის ფარგლებში ხორციელდება.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.