სიღნაღში კობახიძე–ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა - რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა
სიღნაღში ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. დღეს სომხეთი და საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმს აფორმებენ.
ამ წუთებში უკვე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათ შორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც მედიასთან განცხადებებია დაგეგმილი.
იმსჯელეს თუ არა ფაშინიანმა და კობახიძემ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ კრიზისსა და რეგიონში შეცვლილ ძალთა ბალანსზეც - უცნობია.
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ფაშინიანის ვიზიტის მიზეზი მხოლოდ ქართულ-სომხური ეკონომიკური ურთიერთობები არ არის.
მათი შეფასებით, შეხვედრების დღის წესრიგში შესაძლოა სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნებიც იყოს.
ვვარაუდობ, რომ ერთ-ერთი მიზეზი მხოლოდ ქართულ-სომხური ურთიერთობები არ უნდა იყოს. შესაძლებელია სამხრეთ კავკასიის კორიდორთან დაკავშირებული თემებიც არის მიზეზი მისი თბილისში ვიზიტის, მაგრამ ჩემი აზრით, განსაკუთრებული ენთუზიაზმით "ქართული ოცნებს" ლიდერების მხრიდან ეს ვახშამიც, ეს სუპერ ყველას მონაწილეობა და ინტერესი არის იმით გაომწვეული, რომ სამწუხაროდ, მათ აღარ აქვთ ეს კომუნიკაცია ჩვენს სტრტატეგიულ პარტნიორებთან და იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენინმე დღის წინ იმყოფებოდა ფაშინიანი პოლონეთში, მას უამრავი ვიზიტი ჰქონდა ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში, და რაც მთავარია, რამდენჯერმე იმყოფებოდა უკვე ბოლო ერთი წლის განმავლობაშ ვაშინგტონში, ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს შეთანხებებს დერეფანთან დაკავშირებით და იყო ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი თავად ერევანში, ბევრი რამის მოყოლა შეუძლია ფაშნიანს, იმიტომ, რომ მე ვერც კი წარმოვიდგენ, რომ ამ შეხვედრების დროს, ამ საუბრების დროს, ამ რუკაზე ყურების დროს, როდესაც, მაგალითად, იგივე სამხრეთ კავკასიის დერეფანზე საუბრობენ, საუბარში საქართველო არ ყოფილიყო ნახსენები, - აბობს თინა ხიდაშელი.
ფაშინიანის ვიზიტს რეგიონულ პროცესებს უკავშირებს თეონა აქუბარდიაც.
მისი თქმით, განხილვის ერთ-ერთი თემა შეიძლება იყოს ტრანსპორტისა და სატრანზიტო დერეფნების საკითხი, ასევე რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების პროცესები.
პრემიერ ფაშინიანის ვიზიტი იმართება პირველად მას შემდეგ, რაც მოეწერა ტრიპის პროექტს ხელი და მას შემდეგ, რაც ვიცე პრეზიდენტი ვენსი იყო ერევანში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, საუბარი იქნება როგორც ტრიპის გზაზე, ასევე შუა დერეფანზე, მათ შორის იმ გარკვეულ კონფლიქტზე ტარიფებთან დაკავშირებით, რომელიც წარსულში იყო და განაცხადზე რომ საქართველოს ეს ტვირთები გვერდზე აუვლის, რომელიც მიუნჰენის კონფერენციაზე მოვისმინეთ, მათ შორის გარკვეული დაბრკოლებები სომხური ტვირთებისთვის საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ვფიქრობ, უნდა იყოს განხილვის თემა და რა თქმა უნდა, ირანი, სადაც მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია და რომელიც მთლიანად ეხება რეგიონს, - ამბობს თეონა აქუბარდია.
შეგახენებთ, რომ სომხეთის პრემიერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის ჩვენს ქვეყანაში საკუთარი მთავრობოს დელეგაციასთან ერთად არის ჩამოსული.