ოპოზიციური ალიანსის პირველი შეხვედრის პარალელურად, განცხადებები კეთდება "ოცნებაში"

04.03.26 15:40
 ოპოზიციური ალიანსის პირველი შეხვედრის პარალელურად, განცხადებები კეთდება "ოცნებაში"

ოპოზიციური ალიანსის პირველი შეხვედრის პარალელურად, განცხადებები კეთდება "ქართულ ოცნებაში". ივანიშვილის გუნდის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის გაერთიანება პოლიტიკურად "სიკვდილისთვის არის განწირული". 

ყველანაირი ხელოვნური გაერთიანება განწირულია სასიკვდილოდ პოლიტიკურად. გააერთიანეს ის, რაც არასდროს დაშლილა, ეს არის, უბრალოდ, ფიგურების გადანაცვლება და ისეთი ხელოვნური ერთობა შეაკოწიწეს, სადაც ადამიანები შიგნით ერთმანეთს, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს ვერ იტანენ და ეს მოსახლეობამ კარგად იცის, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.

 ირაკლი ქადაგიშვილი კი ირმწუნება, რომ ეს მხოლოდ ფორმალური გადალაგებაა და არა რეალური პოლიტიკური ცვლილება.

თუ ჩვენ გავიხსენებთ იგავის ერთ-ერთ კლასიკოსს, კრილოვის იგავს, არის, როდესაც მუსიკოსები გადალაგდებიან ხოლმე ხან ისე, ხან ასე, მაგრა მათ მუსიკა მაინც არ გამოსდით. იმიტომ, რომ მელოდია, საქართველოსთვის სასარგებლო ამ დაშლა-შეერთებით არანაირად "ნაციონალურ მოძრაობას" არ გამოუვა, - ამბობს ქადაგიშვილი.

"ოცნების" დეპუტატი გიორგი გაბუნია ოპოზიციურ ალიანსს კიდევ უფრო მკვეთრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ძალები რეალურად ერთი პოლიტიკური ცენტრის გარშემო არიან გაერთიანებულები. 

თითქოს ბოკერია, ბოკუჩავა, ვაშაძე და კიდევ ვნი იყო? მელია, თურე ცალ-ცალკე ყოფილან და გუშნწინ გაერთიანდნენ. ვის სჯერა ახლა ეს? საზოგადოების მოტყუება რამდენჯერ შეიძლება? არცერთხელ არ შეიძლება საზოგადოების მოტყუება. ეს ძალები ყოველთვისიყვნენ ერთი პოლიტიკური  იდეის ქვეშ გაერთიანებულები, რომელთა ხელმძღვანელიც გახლდათ და გახლავთ სააკაშვილი. რაც შეეხება "ლელოს", რა თქმა უნდა, "ლელოც" არის ამ ერთი პოლიტიკური ძალის, "ნაციონალური მოძრაობის" სტრუქტურული დაწესებულება. ამ ძალებს აერთიანებთ ორი მთავაი რამ: პირველი, წარსული და ის ლაქა, რომელსაც ისინი ვერადრსო ჩამოიწმენდენ და მეორე ეს არის საგარეო დავალება. ჩვენ ვიცით, რო შეტანილია საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში და ჩენ ამ ძალებს არ განვიხილავთ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, როგორც პოლიტიკოსებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლებრივ დონეზე პასუხი გაეცემა მათ საქმიანობას, - ამბობს გიორგი გაბუნია.