მეწარმეებს საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ - ცნობილია მოსალოდნელი სანქციები

04.03.26 15:29
მეწარმეებს საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ - ცნობილია მოსალოდნელი სანქციები

"ქართული ოცნბის" პარლამენტის გადაწყვეტილებით, მეწარმეებს პოლიტიკური აქტივობა  შეუზღუდათ.  მესამე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, ბიზნესის წარმომადგენლებს საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ. 

საჯარი პოლიტიკური აქტივობის გამოვლენისას, პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ადმინისტრაციული სასჯელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩანაცვლდება. თუ თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ადმინისტრაციულ - 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებდა, კორექტირებული პროექტით, სასჯელი გამკაცრდა: ფიზიკურ პირებს 3-დან 4 წლამდე პატიმრობა, ხოლო იურიდიულ პირებს - ლიკვიდაცია ან დაჯარიმება ემუქრებათ.

პოლიტიკურ აქტივობად ჩაითვლება: "საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ".

ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება.