"ოცნებამ" კანონი დაამტკიცა - აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“

04.03.26 21:14
"ოცნებამ" კანონი დაამტკიცა - აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“

გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს, აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“- ანუ ვინც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ აღიარებს სამი წლით ციხეში წავა. ციხე ემუქრება ყველას, ვინც არ აღიარებს კონსტიტუციურ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს, მაგალითად პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტს. "ქართული ოცნების" გაწერილი კრიტერიუმებით, ხალხთან ერთად ამ კანონით პატიმრობა ემუქრება მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც.

დეპუტატები, რომლებმაც გრანტების შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს არ მალავენ, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა "ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი", "ოცნების პრეზიდენტი", ან პარლამენტის თავმჯდომარე. ვინც ხელისუფლების რომელიმე შტოს, არ აღიარებს, ან დაუმორჩილებლად საჯაროდ, და სისტემატიურად არ აღიარებს, ან დაუმორჩილებლობას საჯაროდ და სისტემატიურად გამოუცხადებს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. ჯარიმა, საზ. სასარგებლო შრომა , ან პატიმრობა. 

ხატია სამხარაძე დეტალებით