არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის გენგეგმის და პროექტების მომზადების ტენდერი შეწყდა

05.03.26 19:25
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის გენგეგმის და პროექტების მომზადების ტენდერი შეწყდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შეწყვიტა, - ინფორმაციას გამოცემა “ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

საკონკურსო კომისიის ოქმის თანახმად, კონკურსის შეწყვეტა ტექნიკური დავალების გადასინჯვის საჭიროებითაა განპირობებული.

კონკურსი 2026 წლის 9 იანვარს გამოცხადდა და ამ დროისთვის წინადადებები წარდგენილი ჰქონდა 6 კომპანიას. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, უნდა მომხდარიყო სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების მომსახურების შესყიდვა.

„ქართული ოცნება“ პერიოდულად განიხილავს პარლამენტის და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანას და არსებული შენობების გასხვისებას.

მსგავსი სიახლეები