მაღალჩინოსნები ფარცხალაძე-მიქაძის წვეულებებზე - "ოცნება" ახალ სკანდალშია
წვეულებები ოთარ ფარხალაძის ორგანიზაცებით და მთავრობის მოქმედი ჩინვონიკების მონაწილეობთ - დავით მიქაძის გარემოცვის წევრმა, დავით ჩუბინიძემ დღეს სასამართლოს უთხრა, რომ რომ კერძო ვილებზე ორგანიზებულ არაფორმალურ წვეულებებს, საადც ის დავით მიქაძეს დაჰყვებოდა ოთარ ფარცხალაძესთან ერთად "ოცნების" მოქმედი მაღალჩნოსნები დაცვის თანხლებით იმყოფებოდნენ. მოწმე, რომელმაც ეს ამბავი გათქვა, საიდუმლოდ ტოვებს ივანიშვილის გუნდის იმ მაღალჩინოსნების გვარებს, ვინც არაფორმალური შეკრებების მონაწილე იყო.
ყოფილმა სპეცრაზმელმა, რომელიც მიქაძის დაცვაში 2014 წლიდან მუშობდა დეტალებზე აღარ ილაპარაკა. დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხისას, თქვა ვერ იხსნებს იმ ჩინოვნიკებს გვარებს ვინც დაცვვის თანხლებით საიდუმლო წველბებზე ფარცხალაძესთან ერთად იკრიბებოდნენ, საბოლოოდ კი ნათქვამი გადათქვა.
სასამართლოში მიცემული ჩვენებები, შესაძლოა ახალი გამოძიების საფუძველი გახდეს. დღეს პროკურორმა არ უარყო, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, სადაც ბრალდებული მხოლოდ ოთარ რომანოვ ფარცხალაძეა მასთან კავშირში მყოფი ჩინოვნკების დადგენა იგეგმება. ამას ემატება კოკა მორგოშიაც ჩვენებაც. სადაც ლევან ჯანგველაძის უახლოესმა მეგობარმა, ოთარ ფარცხალაძე ბანდ ფორმირებების მფარველობაში და ბიზნესის რეკეტში პირდაპირ მოსამართლის წინაშე ამხილა.
მოწმე დავით ჩუბინიძე დღეს სასამართლოში გლდანის ციხიდან მოიყვანეს. მას იარაღის უკანონო დაუფლების ფაქტზე წინასწარი პატიმრობა აქვს შედარდებული. ამ საქმეზე ბრალდებულია დავით მიქაძეც.
დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.