ხიდაშელის და გიგაურის შემდეგ კალაძე საგამოძიებო უწყებებს გიორგი კანდელაკით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

06.03.26 13:12
ხიდაშელის და გიგაურის შემდეგ კალაძე საგამოძიებო უწყებებს გიორგი კანდელაკით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

"ქართული ოცნების" ახალი სამიზნე გიორგი კანდელაკი გახდა. საუბარია მკვლევარზე, რომელმაც ჰადსონისს ინსტიტუტთან ერთად მოამზადა დასკვნა იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება რეგიონში ირანული გავლენები. 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ კანდელაკი ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაშია ჩართული, ავრცელებს სიცრუეს და ამიტომ მისით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეული. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, არანაირი კავშირი არ აქვთ მათ ამ ქვეყანასთან. მათი მხრიდან ინტერესი არის, როგორ გადადგან მტრული ნაბიჯები. არანაირი ფაქტი, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება. იმ მოცემულობაში, რაც დღეს ხდება რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში თუ რამდენად დაძაბული და რთული ვითარებაა, ამ ტიპის განცხადებები არის ქვეყნის წინააღმდეგ მტრული საქმიანობა და შესაბამისი უწყებები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ, - ამბობს კალაძე.  

ეს ორ დღეში უკვე მეორედ ხდება, როცა "ოცნება" მესამე სექტორის წარმომდგენლებს დასჯით და დაპატიმრებით ემუქრება. წინა შემთხვევაშიცც, მათი პრობლემაა ირანული გავლენების  შესახებ მომზადებული კვლევები იყო.

მსგავსი სიახლეები