"მეტსაც იმსახურებენ" - რუხაძე საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

07.03.26 13:24
"მეტსაც იმსახურებენ" - რუხაძე საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

 

 

"მეტსაც იმსახურებენ" - ასე ეხმაურება საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროპული კვლევების დირექტორი, გიორგი რუხაძე.

მისი თქმით, ახალი რეგულაციის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უკვე ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც გაურთულდებათ შესვლა ევროკავშირის ქვეყანებში, რადგან ისინი მკაცრ შემოწმებას გაივლიან. 

მთლიან ევროკავშირზე ვერ გასცემს უკვე ვიზას სახელმწიფო, იმიტომ, რომ ეს არის ევროკავშირის მასშტაბით აკრძალვა ამ ადამიანებისათვის. ეს არის ის, რასაც ეს ადამიანები იმსახურებენ და მეტსაც იმსახურებენ. უბრალოდ ამაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ახალი რეგულაციით, ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც გაურთულდებათ შესვლა ევროკავშირის რიგ ქვეყნებში კი არა ყველა ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ პროცედურები შემოწმების გამკაცრდება და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს მესაზღვრე დაუთმობს უკვე გაცილებით მეტ დროს, ვინ არის ხელისუფლების წარმომადგენელი , ხელისუფლების წარმომადგენელი ხომ არ არის,  ხელფასს ხომ არ იღებს ის საბიუჯეტო ორგანიზაციიდან", - აცხადებს გიორგი რუხაძე. 

ცნობისთვის,  ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა გუშინ ოფიციალურად შეაჩერა.