მოსამართლე მახარობლიძე და ლევან მურუსიძე - ვინ ასამართლებს ოპოზიციის ლიდერებს?
ლევან მურუსიძე მოსამართლე თამარ მახარობლიძის შესახებ დასმულ შეკითხვას არ პასუხობს. "შაბათის ეთერმა" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ჰკითხა, "იყო თუ არა მახარობლიძის მოსამართლეობა ჯილდო, რომელიც ახლგაზრდა იურისტმა მურუსიძის დაცვისთვის მიიღო?"
სანქცირებულ მოსამართლეს რამდენჯერაც ეს კითხვა დაუსვეს, მურუსიძემ საუბარი ძაღლებზე განაგრძო.
28 წლის ექსპერტი, თამარ მახარობლიძე მედიის ყურადღების ცენტრში პირველად მაშინ მოექცა, როცა "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსამართლები შეკრიბა, განხილვა მოაწყო და დასკვნა დადო [ეს ის პერიოდია, როცა სააპელაციო სასამართლოში გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე - უვადოდ დაინიშნა და ამას საზოგადოების პროტესტი მოყვა] - მახარობლიძე მაშინ ამბობდა, რომ მურუსიძე 28 წლის სანდრო გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილება ვერ მიიღებდა.
ამასთან, "შაბათის ეთერის" არქივში იძებნება რეპორტაჟი "ქართული ოცნების" ე.წ ექსპერტებზე, რომლებსაც პარტია ყოველთვიურად თანხას უხდიდა. მაშინ ჩვენ TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს "ქართული ოცნების" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ნაცვლიშვილის მოხსენებითი ბარათი რომლის ადრესატიც ირაკლი კობახიძე იყო.
დოკუმენტებში ეწერა იმ გარე ექსპერტების გვარები, ვისთვისაც პარტიას ხელფასი უნდა გადაეხადა. სიაში მე-17 ნომრად ჩაწერილი იყო თამარ მახარობლიძე. დოკუმენტის თანახმად, ის ყოველთვიურად 2500 ლარს იღებდა. "შაბათის ეთერი" ინფორმაციის გადამწომებას თავად მოსამართლესთან შეეცადა, თუმცა ის კონტაქტზე არ გამოსულა.
თამარ მახარობლიძე ახლა ოპოზიციის დევნის საქმეს განიხილავს - ადამიანები, ვინც, პროცესს ესწრება ამბობენ, რომ მოსამართლე ჟურნალისტებს პროცესიდან აძევებს, ჩაქუჩის ბრახუნზე რეპლიკის გამო კი ხურასვ სასამართლოს.