ბრიუსელის უპრეცედენტო გადაწყვეტილება - როგორი იქნება "ოცნების" პასუხი სავიზო შეზღუდვებზე

08.03.26 20:48
ბრიუსელის უპრეცედენტო გადაწყვეტილება - როგორი იქნება "ოცნების" პასუხი  სავიზო შეზღუდვებზე

პირველად საქართველოს ისტორიაში ევროკავშირა მასშტაბური შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლების მოქმედი წევრების წინააღმდეგ აამუშავა. დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით გაუქმდა. ბრიუსელი "ოცნების" ჩინოვნიკებს აფრ თხილებს, თუ ვინმე, ვინც შეზღუდვების არეალში მოექცა, შეეცდება, საზღვრის კვეთის დროს დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი დამალოს და ევროპოს ტერიტორიაზე შესვლა რიგითი მოქალაქის სტატუსით სცადოს, შავ სიაში მოხვდება და ევროკავშირში საერთოდ აღარ შეუშვებენ. 

"ქართული ოცნება" პირველი მმართველი პარტიაა მსოფლიოში, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირმა ასეთი მასშტაბური შეზღუდვები აამოქმედა. ოპოზიცია ვვარაუდობს, რომ ამ დიდი საერთაშორისო კრახის გადასაფარად "ოცნება" რეპრესიების ახალ ტალღას დაიწყებს, რომ ხალხის ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.